სასწავლო პროექტი მოიცავს სკოლაში ICT-ის დანერგვის სტრატეგიებისა და სტანდარტების ინტეგრირებით სწავლა/სწავლებაში ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს და გულისხმობს სასწავლო გარემოში ტექნოლოგიების ინტეგრირებით ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა/ორგანიზებას.
воскресенье, 9 ноября 2014 г.
ტრენინგის VIII დღე
დღევანდელი მოდულის ფარგლებში ჩვენ დაგეგმავთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმნით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
суббота, 8 ноября 2014 г.
ტრენინგის VII დღე
დღეს გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.
შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.
воскресенье, 2 ноября 2014 г.
ტრენინგის VI დღე
დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო იმაზე მსჯელობას, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
суббота, 1 ноября 2014 г.
ტრენინგის V დღე
დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად ინტერაქტიული ინტერნეტრესურსების გაცნობას. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში
воскресенье, 26 октября 2014 г.
ტრენინგის IV დღე
დღემდე ტრენინგის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და თემატური ინფორმაცია ჩემთვის ჯერ-ჯერობით დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, რადგანაც გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება მქონდა და ეს ინფორმაციაც ჩემთვის ადრეც იყო ცნობილი. თუმცა გამეორება და ბლოგზე მუშაობაში დამატებით გავარჯიშება მაინც არ იყო ურიგო.
воскресенье, 19 октября 2014 г.
ტრენინგის II დღე
საინტერესო იყო პროექტის მეთოდით სწავლებასთან დაკავშირებით ახალი მეთოდური მასალების გაცნობა. ჩემთვის ეს მასალები ადრეც იყო ცნობილი Intel Education Initiative-სა და http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects.html -ის საშუალებით და მოხარული ვარ, რომ ეს მასალები უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც.
Подписаться на:
Сообщения (Atom)