воскресенье, 9 ноября 2014 г.

ტრენინგის VIII დღე

დღევანდელი მოდულის ფარგლებში ჩვენ დაგეგმავთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმნით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის VII დღე

დღეს  გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

ტრენინგის VI დღე

დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო  იმაზე მსჯელობას, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.

მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში

суббота, 1 ноября 2014 г.

ქეთა ჩხეიძე, კლასიკური გიმნაზიის საქველმოქმედო ღონისძიება თეატრალურ სარდაფში 2013

გაზაფხულის ჰანგები, II-6კლასის სპექტაკლი, თბილისის კლასიკური გიმნაზია 2013 წელი

გზავნილი საზოგადოებას - თბილისის კლასიკური გიმნაზია, მე-9 კლასი 2012 წელი

ტრენინგის V დღე

დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად ინტერაქტიული ინტერნეტრესურსების გაცნობას. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში